სადაზღვევო მენეჯმენტი 101

ტრენინგი წარმოადგენს კომბინაციას ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის, რაც აქტუალურია დღევანდელ სადაზღვევო ინდუსტრიაში და რაც უნდა იცოდეს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულმა ნებისმიერმა პირმა. ტრენინგის სილაბუსი მოიცავს სადაზღვევო ბაზრის ყველა ძირითად მიმართულებას. ტრენინგის განმავლობაში თანაბარი დრო დაეთმობა სადაზღვევო ინდუსტრიის მიმოხილვასა და არსებული სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიან შესწავლას.

სწავლების ტექნიკა და პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება სტრუქტურიზებულად, ადვილად გასაგებად და ლოგიკურად. გამოყენებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები იქნება უახლესი და თანამედროვე სადაზღვევო სექტორში (საქართველოსა და მსოფლიოში) არსებული მდგომარეობის შესაბამისი.

სილაბუსი

  • სესია 1
    • დაზღვევის ისტორიული წარმოშობა
    •  დაზღვევა და რისკი
    • დაზღვევის ძირითადი ცნებები/ტერმინები
    • სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა
  • სესია 2
    • დაზღვევის ხელშეკრულების სტანდარტი
    • ანკეტა განაცხადები
    • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი მხარეები
    • გადაზღვევა
    • სადაზღვევო საქმიანობაში მონაწილე პირები
  • სესია 3
    • არასიცოცხლის დაზღვევა
    • ავტოდაზღვევა CASCO
  • სესია 4
    • არასიცოცხლის დაზღვევა
    • ქონების დაზღვევა
    • ALL RISK
  • სესია 5
    • ჯანმრთელობის დაზღვევა
    • ანაზღაურების პრინციპები
  • სესია 6
    • უბედური შემთხვევის დაზღვევა
    • სიცოცხლის დაზღვევა
  • სესია 7
    • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
    • პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • სესია 8
    • სამოგზაურო დაზღვევა
    • შიდა ტურების დაზღვევა
    • ტურისტული კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • სესია 9
    • ტვირთის დაზღვევა, ღია პოლისი
    • გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა

ტრენინგის გავლის შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს

ტრენერი

მარიამ ხუციშვილი

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, დაზღვევის მიმართულების ლექტორი და ტრენერი. დაზღვევის სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

ღირებულება
₾550 ₾ 875
  • პერიოდი28/03/2024 - 04/05/2024
  • ხანგრძლივობა1 თვე და 1 კვირა
  • განრიგი

    სამშ 19:00-20:00
    ხუთშ 19:00-20:00

  • ენა ქართული