პროფესიული არჩევანის გაკეთება მოსწავლეებს საკმაოდ ადრეულ ეტაპზე უწევთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არიან საკმარისად ინფორმირებული მომავალი პროფესიის სპეციფიკებთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შევკრიბეთ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მზად არიან თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად სკოლის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გააზრებული გადაწყვეტილების და სხვადასხვა პროფესიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება
მოსწავლეების მიერ გაკეთებული არასწორი კარიერული არჩევანი ნეგატიურად აისახება მათ ცხოვრებაზე სხვადასხვა ფორმით:
სტუდენტები ხშირად იცვლიან ფაკულტეტს მას შემდეგ, რაც აცნობიერებენ, რომ კონკრეტული სპეციალობა მათ არ აინტერესებთ
ფაკულტეტის ან/და უნივერსიტეტის შეცვლა გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული
სკოლის მოსწავლეების უმრავლესობისთვის ზრდასრულობის ასაკში გადასვლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევებში პროფესიის ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
7 დღიან ვორქშოპზე 7 სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მოსწავლეებს გაუზიარებს პროფესიებისა და საუნივერისტეტო განათლების შესახებ ინფორმაციას. სესიები მოიცავს შემდეგ საკითხებს: