ბავშვის ძირითადი უფლებების პრაქტიკული განხორციელების გზები და თანმდევი გამოწვევები

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვთა უფლებები, მათი პრაქტიკული განხორციელების გზები და თანმდევი გამოწვევები. ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპები , ზრუნვის სისტემები , მხარდაჭერის პროგრამები , ისეთი აქტუალური თემები, როგორებიც არის ბავშვთა დაცვა ძალადობისგან და რა მექანიზმები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად. ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა, რომელიც დღესდღეობით პრობლემატური საკითხია და ასევე ბავშვის თანასწორობის უფლების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

შეხვედრა I

ბავშვის უფლებათა კოდექსი - სიახლე ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით. ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპები

შეხვედრა II

ალტერნატიული ზრუნვის სისტემა. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები

შეხვედრა III

ბავშვის თანასწორობის უფლების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

შეხვედრა IV

ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე

შეხვედრა V

ბავშვის დაცვა ძალადობისგან

შეხვედრა VI

ბავშვის დაცვა ძალადობისგან

შეხვედრა VII

ბავშვის დაცვა ძალადობისგან

შეხვედრა VIII

ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

 

ტრენერი

მარიამ ბობოხიძე

სამართლის დოქტორი , ამჟამად იკავებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოწვეული სპეციალისტის პოზიციას. აქტიურად კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. აქვს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ბავშვის უფლებების თაობაზე საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. იყო ადგილობრივი ექსპერტი ევროპის საბჭოს(COE) პროექტში „ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, მათ შორის, ციფრულ სამყაროში .

ღირებულება
₾500 ₾ 650
  • პერიოდი06/05/2024 - 04/06/2024
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    ორშ 19:00-20:30
    სამშ 19:00-20:30

  • ენა ქართული