სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის ანალიზი

აღნიშნული ტრენინგ კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით პრაქტიკულ მაგალითებს სასამართლო გადაწყვეტილებებიდან.

კურსი აწყობილია case study პრინციპით , რაც გულისხმობს
კონკრეტული სასამართლო პრაქტიკების ანალიზს და შედეგად
თეორიული ცოდნის გაღრმავებას საპროცესო ნაწილში.

კურსის ფარგლებში განვიხილავთ ქართულ სასამართლო
პრაქტიკას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას,
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ნაწილობრივ , რომელიც
მოიცავს საპროცესო საკითხებს.

 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

ტრენერი

ზაზა მეიშვილი

სამართლის დოქტორი , აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სასამართლოში სისტემაში. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 

გამოქვეყნებული აქვს წიგნები და სტატიები. ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები 2007. ; სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი 2007.; მართლმსაჯულება და კანონი 2016,2017; და სხვა) 

ღირებულება
₾550 ₾ 900
  • პერიოდი15/04/2024 - 13/05/2024
  • ხანგრძლივობა1 თვე
  • განრიგი

    ორშ - 20:00-21:30
    პარ - 20:00-21:30

  • ენა ქართული