Data Protection Officers’ Certificate Course

მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებს;

შეძლებენ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესების მართვასთან დაკავშირებით, გააანალიზონ  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი და პასუხისმგებლობა ორგანიზაციაში.

კურსის მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში ისწავლიან:

  • მონაცემთა დამუშავებაზე რეაგირების ინსტრუქციის შექმნას;
  • კონფიდენციალურობის ინსტრუქციის შექმნას;
  • ინციდენტის იდენტიფიცირების პროცედურისა შექმნას;
  • მონაცემთა დამუშავებაზე ზეგავლენის შეფასების კომპონენტების განსაზღვრა.

ტრენინგ კურსი ასევე მოიცავს ე.წ. 2 საათიან follow up შეხვედრას კურსის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გამყარებას, პრაქტიკაში დამდგარი გამოწვევების ლეგიტიმურად შეფასებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების ურთიერთგაცვლას.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ განახორციელონ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების მონიტორინგი და შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები.

სილაბუსი 

პირველი სესია

  • ტრენინგის მიზნების გაცნობა
  • მონაცემთა დაცვის საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის გაცნობა
  • კანონის მოქმედების სფერო

მეორე სესია

  • პერსონალური მონაცემი და მონაცემთა დამუშავების პროცესის მონაწილე ძირითადი ელემენტები
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები

მესამე სესია

  • ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი
  • ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცედურის განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)
  • აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი
  • აუდიომონიტორინგის განხორციელების პროცედურის განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)

მეოთხე სესია

  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე რეაგირების ინსტრუქცია
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)

მეხუთე სესია

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)
  • ინციდენტი და მასზე რეაგირების ვალდებულებები
  • ინციდენტზე რეაგირების პროცედურის განსაზღვრა

მეექვსე სესია

  • ინციდენტზე რეაგირების რეესტრის წარმოება
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება
  • მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების პროცედურის განსაზღვრა
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)

მეშვიდე სესია

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი და ფუნქციები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციის განსაზღვრა ორგანიზაციაში
  • საერთაშორისო რეგულაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ

მერვე სესია

  • ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების მონიტორინგის განხორციელება
  • (პრაქტიკული სავარჯიშო)
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნები
  • პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემაზე ნებართვა

მეცხრე სესია

  • საზედამხედველო ორგანოს ფუნქცია-მოვალეობები
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცედურა საზედამხედველო ორგანოში
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება
  • ტესტირება
  • ტრენინგის დახურვა

ტრენინგი ტარდება ონლაინ ფორმატში.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.

Trainer

Nino Qurasbediani

Data protection certified officer 

DBB Academie, GmbH (Dreigehenmorgenweg 36 • 53175 Bonn)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სერტიფიკატი (ნოემბერი, 2023; გერმანია, ბონი)

Price
₾550 ₾ 750
  • Period11/11/2024 - 09/12/2024
  • Duration1 Month
  • Schedule

    Mon 19:00-21:00
    Wed 19:00-21:00

  • Language Georgian