თუ ხართ ბიზნესის მფლობელი, C-Suite მენეჯერი ან ხელოვნური ინტელექტის ბიზნესში ინტეგრაციით დაინტერესებული ადამიანი, Skillcraft Academy გიწვევთ Online ვებინარზე: „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - ქართული ბიზნეს სექტორის გამოწვევები და მზადყოფნა“
🗓 თარიღი: 16 ოქტომბერი, 20:00
📍 ხანგრძლივობა: 60 წუთი
💬 ფორმატი: პანელური დისკუსია + აუდიტორიის კითხვები და პასუხები
👥 პანელის მონაწილეები:
🔹 ქეთი ფოტოვა – AI ინჟინერი, EPAM
🔹 თაზო ლეჟავა – თანადამფუძნებელი, Quissly; ყოფილი მონაცემთა მეცნიერებისა და AI-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, TBC
🔹 ირაკლი კიკორია – თანადამფუძნებელი, Skillcraft Academy (🎙 მოდერატორი)
📘 Agenda:
1️⃣ მისალმება და გაცნობა (5 წთ)
2️⃣ პანელური დისკუსია (40–45 წთ)
🔸 ნაწილი I: შესავალი — AI საქართველოში
• საქართველოში AI-ს დანერგვის ამჟამინდელი მდგომარეობა და მაგალითები
• მიდგომების სხვაობები გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებს შორის
🔸 ნაწილი II: გამოწვევები და მცდარი წარმოდგენები
• AI-ის შესახებ არასწორი აღქმები
• დანერგვის ბარიერები
• SME-ები vs დიდი ორგანიზაციები
🔸 ნაწილი III: პრაქტიკული ინტეგრაცია და მზადყოფნა
• საიდან უნდა დაიწყოს კომპანიამ AI-ის ინტეგრაცია
• კომპანიის თანამშრომლების გადამზადების მნიშვნელობა
• წარმატებული მაგალითები
🔸 ნაწილი IV: მომავალი და სტრატეგიული ხედვა
• რა გავლენა აქვს AI-ს თანამშრომლების ეფექტიანობაზე და როგორ შეიცვლება გუნდის ფორმირება
• რჩევები ბიზნესისთვის
3️⃣ 🎤 აუდიტორიის კითხვები (10–15 წთ)