როგორ გავხდეთ წარმატებული ფრილანსერი?

ეს ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ წარმატებული ფრილანსერები თავიანთ სფეროებში. ეტაპურად გავივლით ყველა დეტალს დაწყებული საფუძვლებიდან, დასრულებული რეალურ ცხოვრებაში ფრილანს სამსახურის პოვნის და შესრულების დეტალებით.

ამ ტრენინგის ავტორი, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია არის ფრილანსერი Upwork-ზე, გასწავლით რამდენიმე ხრიკს და სტრატეგიას, რომლებიც სასარგებლო იქნება ფრილანსირების სამყაროს დასაპყრობად.

ყურადღება უმთავრესად მიენიჭება Upwork-ს.

სილაბუსი

  • შესავალი
  • რა არის Freelancing
  • ფრილანსერად ყოფნის უპირატესობები
  • როგორ გავხდეთ ფრილანსერი
  • სამოტივაციო წერილები
  • კონტრაქტები
  • არასოდეს „გააკეთო“ როგორც ფრილანსერი
  • ცოცხალი დემონსტრაცია "ფრილანს კონტრაქტზე აპლიკაციის გაგზავნა"

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს

ტრენერი

თაზო ჯორბენაძე

სს თბილავიამშენის კონსულტანტი ინჟინერიის საკითხებში. ფრილანსერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მექანიკურ ინჟინერიაში, სითხისა და აირის გამოთვლითი დინამიკაში, პროდუქტის ოპტიმიზაციაში კომპლექსური ანალიზით. საქართველოს საავიაციო აკადემიის ტრენინგებისა და ცდების მენეჯერი. სპეაცილობით გავლილი აქვს ტრენინგები Boeing-ში და IBM-ში

ღირებულება
₾450 ₾ 680
  • ხანგრძლივობა3 კვირა
  • განრიგი

    სამშ - 20:00-21:00
    პარ - 20:00-21:00

  • ენა ქართული